პროექტის ანგარიში

პროექტის რეფლქსია:
პროექტის სახელწოდება:  ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“
პროექტის განხორციელების პერიოდი:  2016წლის თებერვალი-მარტი.
პროექტის განხორციელების  ადგილი:  ლაშის საჯარო სკოლა
პროექტის მონაწილენი:  ვინაიდან  ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი ,ასაკი იყო  შეუზღუდავი.
განხორციელებული ღონისძიებები:
   სამუშაოს დაწყებისას შევთანხმდით პროექტის მიზანზე ,აქტივობებზე,სავარაუდო შედეგებზე, შეფასების კრიტერიუმებზე.
მოსწავლეებს შორის მოხდა სამუშაოს გადანაწილება.
შევიძინეთ ჭრელი წინდები,როგორც სიმბოლო დაუნის სინდრომისა,რადგან წინდა ქრომოსომის ფორმას გვაგონებს.
2016წ 11 მარტს  დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეები,რომლებიც პროექტში აქტიურად არიან ჩართულები ვეწვიეთ ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოს,სადაც ხელმძღვანელმა ქეთევან აბრამიშვილმა   ჩაატარა საინტერესო საუბარი დაუნის სინდრომის შესახებ და  მოსწავლეებს მიაწოდა ამომწურავი ინფორაცია.
           21 მარტს აღვნიშნეთ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების  მსოფლიო დღე . მოწვეული სტუმარი ნათია ნიქაცაძე ,რომელიც ამ სინდრომის მატარებელია აღტაცებას ვერ მალავდა.   მოსწავლეებმა  წარმოადგინეს თავიანთი მოძიებული ინფორმაციები  ამ მდგომარეობის შესახებ და ისაუბრეს იმ გულისტკივილზე რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებს აწუხებთ.მიუხედავად  თვალსაჩინო განსხვავებისა საზოგადოებამ უნდა მიიღოს  მათი შვილები ისეთები როგორებიც არიან.  ასევე აჩვენეს ვიდეო რგოლი, რომელიც მიუძღვნეს ამ სინდრომის მქონე ადამიანებს. დასასრულს დაურიგეს მაყურებლებს თავიანთი გაკეთებული სამახსოვროები,ასევე საპატიო  სტუმარს საჩუქრები გადასცეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.ღონისძიებამ მეტად თბილ გარემოში ჩაიარა.
გამოვუშვით კედლის გაზეთი.
შევქმენით სამახსოვრო ბარათები.
შევიმუშავეთ კითხვარი და ჩატარდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სტატისტიკური კვლევა.
გამოიკითხა 50 ადამიანი
    გამოკითხვის  გაანალიზების შემდეგ  გამოირკვა ,რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არც ისე კარგად ფლობს   ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ.
დღევანდელი საზოგადოების მიმღებლობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არც თუ მაღალია.ამ დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს არსებული უამრავი მითი თუ სტერეოტიპის არსებობა.
         დასკვნა:
პროექტზე  მუშაობა  მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი  მოსწავლეებისთვისაც. ყველა აქტივობა გამომდინარეობდა  მიზნიდან. მოსწავლეებს  განუვითარდათ დამოუკიდებლად აზროვნებისა და ანალიზის უნარი.ინფორმაციის მოძიების და დახარისხების პერიოდში ეხმარებოდნენ ერთმანეთს,ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის აზრს.
ძალიან მოსწონდათ  არაფორმარულ გარემოში განხორციელებული აქტივობები.
განუვითარდათ გუნდური მუშაობის უნარჩვევები.საჭიროების შემთხვევაში  შეძლეს საზოგადოების  ჩართვა დაუნის სინდრომის  შესახებ ინფორმაციის გავრცელების საქმეში.
ტექნოლოგიების გამოყენებით მათმა შექმნეს აუდიო- ფოტო პროდუქტები.
პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მოსწავლეებში განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება სწავლების პროცესის აუცილებელი პირობაა.. ისინი ხალისით ასრულებენ დავალებას.
          ამ პროექტით გვინდოდა მოსწავლეებისთვის და მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.    ჩემი  მიზანი   იყო მოსწავლეებს და მოსახლეობას გაეთვითცნობიერებიათ ,რომ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ პიროვნება , ადამიანი და შემდეგ მისი გენეტიკური მდგომარეობა.
     მოსწავლეებმა  შეავსეს  თვითშეფასების კითხვარი. შეაფასეს თავიანთი მუშაობა პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში. აგრეთვე თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს ერთმანეთს.


No comments:

Post a Comment