პროექტის გეგმა

პროექტის გეგმა:
პროექტის სახელწოდება:  ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან"
პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის აქტუალურობა საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე პირთა პოტენციალის რეალიზებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება ამ სინდრომის მქონე ბავშვისა თუ მოზრდილის ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაცია გაგვაჩნდეს.
ვადები და ხანგრძლივობა: ორი თვე
პროექტის  მიზნები : მოსწავლეების ინფორმირება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ.
დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის  გავრცელება მოსახლეობაში.
დაუნის სინდრომის მქონე  ადამიანთა მხარდაჭერა.
პროექტის  ამოცანები:
გამოიკვლიონ თავიანთ რაიონში ამ სინდრომის მქონე ადამიანთა რიცხვი.
გამოიკვლიონ რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული  დაუნის სინდრომის შესახებ.

მომზადდეს  ბუკლეტი დაუნის სინდრომის შესახებ  და დარიგდეს მოსახლეობაში.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით  21 მარტს ღონისძიების მოწყობა.ამ ღონისზიებაზე ამ სინდრომის მქონე სტუმრის მოწვევა.
სტუმრობა ხარაგაულის შპს ,,ადითის"რაიონულ საავადმყოფოში,სადაც სპეციალისტი ჩაატარებს ლექციას დაუნის სინდრომის შესახებ.
გამოუშვან კედლის გაზეთი.
შექმნან ვიდე-რგოლი.
 საქმიანობები:
სამიზნე  ჯგუფის შეკრება
სამიზნე ჯგუფისთვის პროექტის მიზნების და ამოცანების გაცნობა.
ბუკლეტის დამზადება
ღონისძიების მოწყობა
კედლის გაზეთის გამოშვება
ვიდეორგოლის შექმნა.
პროექტში  მონაწილეების ასაკი,/კლასი;  ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტია მასში მონაწილეობენ დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეები.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს  და მოსახლეობას მიიღონ მეტი ინფორმაცია დაუნის სინდრომის   შესახებ .ასეთი ადამიანების მიმართ მიმართ მეტ მხარდაჭერას და გულისხმიერებას.
ფიზიკური რესურსები და საკანცელარიო საქონელი:
ვიდეოკამერა
ფოტოაპარატი
კომპიუტერი
პროექტორი
თაბახის ფურცლები
მარკერები
ფერადი ფურცლები
ფლომასტერები
საგნებთან /ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი:
  ბუნ. IX. 2. მოსწავლე განმარტავს მემკვიდრეობითობას და ცვალებადობის თავისებურებებს
გეგმავს  და ატარებს გამოკითხვას  ქრომოსომული დაავადების (მაგ., დაუნის სინდრომი) მქონე ადამიანების  მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესასწავლად, აანალიზებს მონაცემებს, აყალიბებს საკუთარ პოზიციას და წარმოადგენს რეფერატის სახით.
პროექტის ხელმძღვანელი:  ბუნებისმცოდნეობის  მასწავლებელი:  თამარ ძიძიგური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  tamaridzidziguri@gmail.com


No comments:

Post a Comment